Thursday, May 15, 2014
Tuesday, May 13, 2014
1. პროექტის სახელწოდება:
წელიწადის დროები
2. პროექტის აღწერა: მონაწილეები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას წელიწადის დროების მიმართ, ქმნიან ჩანახატებსა და ნახატებს, ეძებენ ლიტერატურასა და ფოლკლორში შესაბამის ნიმუშებს, იკვლევენ უფროსების დამოკიდებულებას წელიწადის დროების მიმართ და ადამიანის ორგანიზმის მდგრადობას სეზონური ინფექციების მიმართ, აწყობენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენასა და პრეზენტაციებს.
3. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები აფიქსირებენ თავიანთ დამოკიდებულებას წელიწადის დროების მიმართ და მოჰყავთ შესაბამისი არგუმენტები. ისინი ქმნიან ჩანახატებს, ნახატებს, ლექსებს, შესაძლებელია გაერთიანდნენ ჯგუფებში, დამატებითი ინფორმაცია მოიძიონ ინტერნეტსა და სახელმძღვანელოებში. ატარებენ გამოკითხვას უფროსებში, რათა გამოიკვლიონ მათი დამოკიდებულება წელიწადის დროების მიმართ, ეძებენ ინფორმაციას სეზონური დაავადებების შესახებ და იკვლევენ ადამიანის ორგანიზმის მდგომარაობას წელიწადის დროების შესაბამისად. ადარებენ მონაცემებს და ადგენენ დიაგრამებს. აწყობენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენას და ქმნიან ბლოგებს.
4. პროექტის აქტუალურობა: პროექტი აქტუალურია მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას, შექმნიან დიაგრამებს, ააწყობენ ბლოგებს, მოაწყობენ გამოფენას საკუთარი ნახატების, წაიკითხავენ საკუთარ და ავტორისეულ ლექსებს.
5. პროექტის მიზანი: 1. განუვითარდებათ კვლევის უნარი 2. წაიკითხავენ ლექსებს მხატვრულად 3. განუვითარდებათ წერის კულტურა
6. მონაწილეთა ასაკი: 7-9; 10-14
7. ვადები ხანგრძლივობა: 2 თვე
8. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ჩანახატებს, ნახატებსა, დაწერენ ლექსებს; მოეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენა; ჩატარდება კვლევა, მონაცემებით შეადგენენ დიაგრამებს; შექმნიან ბლოგებს.
9. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეებს პროექტის მოსამზადებლად დასჭირდებათ: კომპიუტერი, ინტერნეტი, სახელმძღვანელოები, ფურცლები, ფერადი ფანქრები.
10. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები მოაწყობენ გამოფენას; დიაგრამების სახით გამოაქვეყნებენ ინფორმაციებს სეზონური დაავადებების შესახებ; შექმნიან ბლოგებს; თავიანთ პროექტს ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ სხვებსაც, მოაწყობენ პრეზენტაციებს.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური, რუსული, ბუნება, მატემატიკა, ქართული ლიტერატურა, ხელოვნება, საინფორმაციო ტექნოლოგიები
12. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მაკა ღლონტი
13. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mkghlonti@gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
Subscribe to:
Posts (Atom)